კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი
კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს.
კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:
Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space; The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena; All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space; Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium.
დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან, ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.