კამპანია „დედამიწის საათის“ ფარგლებში, შსს-მ ადმინისტრაციულ შენობებზე განათება ერთი საათით გამორთო
შინაგან სამინისტრომ გლობალური გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი“ სოლიდარობა გამოუცხადა და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო.
„დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.