კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს ქართული კომპანიების პროდუქცია გადაეცათ
მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში, სასტუმრო „იბისში“ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია გადაეცათ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, სასტუმრო „იბისში“ უკრაინის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში 23 თებერვლამდე იყვნენ ჩამოსული და სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. ამ ეტაპზე, სახელმწიფოს დაფინანსებით 300-მდე უკრაინელი ტურისტია განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისა და სხვა ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია ამ ეტაპზე უკრაინის 90 მოქალაქეს გადაეცა.
„ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის,“ როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნეთ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული სხვადასხვა პროდუქცია, ჯამში 40 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება. დღეს კი გარკვეული პროდუქცია მივაწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში არიან დარჩენილი. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით ტურიზმის ადმინისტრაცია მათ სასტუმროებში განთავსებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამ თანადგომით, გვინდა უკრაინის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ, ქართველები მათ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მათ ქვეყანაში ომი მალე დასრულდება“, – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის თქმით კი, ადმინისტრაცია ძალიან აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვა საჯარო უწყებებთან უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.