კამალა ჰარისმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
უოლცი მინესოტას გუბერნატორია მეორე ვადით, ასევე დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციას ხელმძღვანელობს; მანამდე 12 წელი მსახურობდა კონგრესში.
„სიენენის“ ინფორმაციით, უოლცი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად გუნდის ფავორიტი იყო.