კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის შემოწირულობა მოაგროვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გასულ ერთ კვირაში 200 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. ამის შესახებ ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, მაიკლ ტაილერმა განაცხადა.
მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან კანდიდატურა მოხსნა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაუჭირა, ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობის თანხა შეგროვდა. როგორც ტაილერმა განაცხადა, მთლიანი შემოწირულობის მესამედი ისეთი დონორებისგანაა, რომლებსაც აქამდე არ გაუკეთებიათ შემოწირულობა დემოკრატების კამპანიისთვის.
„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის იმპულსი და ენერგია ისეთივე რეალურია, როგორც პრინციპი ამ არჩევნების. შედეგები იქნება არაპროგნოზირებადი და გადაწყვეტილი იქნება რამდენიმე შტატში ამომრჩეველთა მცირე რაოდენობის მიერ“, – ამბობს ტაილერი.