კამალა ჰარისის გუნდს ოქტომბერში მეორე საპრეზიდენტო დებატების გამართვა სურს
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის გუნდს ოქტომბერში მეორე საპრეზიდენტო დებატების გამართვა სურს.
„შუქის სინათლეზე, ამერიკელმა ხალხმა დაინხა არჩევანი, რომლის წინაშეც დადგებიან საარჩევნო ურნებთან: კამალა ჰარისთან წინსვლასა და დონალდ ტრამპთან უკუსვლას შორის. სწორედ ეს იხილეს მათ ამ ღამით და ეს არის, რაც მათ უნდათ, ნახონ მეორე დებატებზე ოქტომბერში. ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მზად არის მეორე დებატებისთვის? არის მზად დონალდ ტრამპი?“ – ნათქვამია კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წერილში, რომელსაც ამერიკული მედია ავრცელებს.
ამასთან, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატებისთვის სატელევიზიო ეთერის დათმობა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ სურს. „ფოქს ნიუსის“ განცხადებით, მათ უკვე გაუგზავნეს შესაბამისი წერილები ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბებს.
კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი ტელედებატები დღეს ABC News-ის ეთერში გაიმართა. მანამდე ტრამპმა დებატები გამართა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან „სიენენის“ ეთერში.