კამალა ჰარისის გუნდი დონალდ ტრამპის უარის შემდეგ მორიგი დებატების გამართვას ითხოვს
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ჰარისის გუნდმა დებატების ჩატარება მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ ვალდებული ვართ, ამომრჩევლებისთვის მორიგი დებატები ჩავატაროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან მორიგ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.