კამალა ჰარისი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება
ყველაფერს გავაკეთებ ღაზაში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ჰარისმა აღნიშნული განცხადება მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„ეს წელი რთული იყო ღაზაში სიკვდილისა და ნგრევის მასშტაბის, სამოქალაქო მსხვერპლისა და ლიბანში იძულებით გადაადგილებულთა გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია და როგორც პრეზიდენტი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რათა დავასრულო ომი ღაზაში, დავაბრუნო მძევლები, დავასრულო ტანჯვა ღაზაში, უზრუნველვყო ისრაელის უსაფრთხოება და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და თვითგამორკვევის უფლება“, – განაცხადა ჰარისმა.