კამალა ჰარისი - საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვით ჯო ბაიდენმა ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც კი მიუღია.
ამის შესახებ მან ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, ისტორიას აჩვენებს, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც შეიძლება პრეზიდენტს მიეღო. მან გადაწყვიტა, ქვეყანა პირად ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
მანამდე, ABC News-ის გადაცემა The View-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კამალა ჰარისმა თქვა, რომ „არაფერია ისეთი“, რასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს.