კამალა ჰარისი - რუსული აგრესია არ არის თავდასხმა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგებაზე, საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე
კამალა ჰარისი - რუსული აგრესია არ არის თავდასხმა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგებაზე, საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე

რუსული აგრესია არ არის თავდასხმა მხოლოდ უკრაინელ ხალხზე, არამედ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და ენერგომომარაგებაზე, საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გარეშე ომის დასრულების შესახებ არაფერი არ უნდა გადაწყდეს.

„პრეზიდენტო ზელენსკი, შეერთებული შტატები იზიარებს თქვენს ხედვას ამ ომისა და უკრაინელი ხალხის ტანჯვის დასრულების შესახებ. მოდით, ვიყოთ ვალდებულნი, დავაბრუნოთ რუსეთის მიერ გატაცებული უდანაშაულო ბავშვები საკუთარ სახლებში. მოდით, არაფერი არ გადაწყდეს ამ ომის დასრულებაზე უკრაინის გარეშე. ამის საპირისპიროდ, გუშინ პუტინმა წამოაყენა წინადადება, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. ის არ ითხოვს მოლაპარაკებებს, ის მოუწოდებს დანებებისკენ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ჩემთვის ჩვენი ერთ-ერთი განმსაზღვრელი მისიაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება. მისი დაცვა, გაძლიერება და ხელშეწყობა. ეჭვგარეშეა, ეს ყველა ჩვენგანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აღნიშნა ჰარისმა.