კამალა ჰარისი - მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ამერიკა და პოლონეთი ერთიანები არიან იმაში, რაც უკვე გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მზად ვართ, ეს გავაგრძელოთ
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.
ჰარისი უკვე შეხვდა ქვეყნის პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკისა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ახლა გაცილებით ძლიერია ვიდრე ოდესმე.
კამალა ჰარისის პოლონეთში ვიზიტამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პოლონეთის შეთავაზებაზე, აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს თავისი ავიაგამანადგურებლები.
ჰარისმა განაცხადა, რომ პოლონეთში მისი ვიზიტი შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის მყარი გამოხატულებაა და უკრაინასთან მიმართებაში ორივე ქვეყნის პოზიცია ერთიანია.
„ყველაფერს გავაკეთებთ ერთად პარტნიორობით, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინაში ამ მომენტისთვის ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ საჭიროებებს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ამერიკა და პოლონეთი ერთიანები არიან იმაში, რაც უკვე გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მზად ვართ, ეს გავაგრძელოთ, ძახილის ნიშანი“, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.
კამალა ჰარისმა პოლონელ ხალხს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ტელევიზიით ვუყურებთ კადრებს, როგორ აკეთებენ ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ საქმეს. ამიტომ მადლობას გიხდით ამერიკელი ხალხის სახელით“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომვბზეც ისაუბრა და მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმის გამოძიებას.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ ამერიკამ პოლონეთს პატრიოტის სარაკეტო კომპლექსის ორი დანადგარი გადასცა.