კამალა ჰარისი „ფოქს ნიუსზე“ დონალდ ტრამპთან დებატების გამართვას არ დათანხმდა
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების „ფოქს ნიუსზე“ გამართვას არ დათანხმდა. როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს და ის ადგილის თუ დროის შეცვლას არ ეთანხმება.
„ძალიან საინტერესოა, როგორ გადაიქცა „ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი დრო“ ერთ კონკრეტულ დროდ და სპეციფიკურ უსაფრთხო ადგილად. მე ვიქნები 10 სექტემბერს ადგილზე, რაზეც ის დათანხმდა. იმედი მაქვს, მას იქ ვნახავ“, – დაწერა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელ X-ში.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ „ტრუზ სოციალში“ დაწერა, რომ კამალა ჰარისსს ეშინია მასთან დებატების გამართვის. ტრამპის თქმით, ის მზადაა, 4 სექტემბერს დაუპირისპირდეს ჰარისს, ხოლო თუ კამალა ჰარისი არ დათანხმდება, მაშინ დებატები საერთოდ არ შედგება.