კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას დათანხმდა
კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას დათანხმდა

კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას დათანხმდა. თავის სიტყვაში ჰარისმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან პირობა დადო, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ამერიკელებს გააერთიანებს.

„დონალდ ტრამპის მიერ ქვეყნის მართვაში გამოჩენილი უუნარობა, ადამიანებს სიცოცხლეს და არსებობის წყაროდ დაუჯდა. ახლა, ჩვენ გვმართავს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ტრაგედიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს“,  – განაცხადა ჰარისმა.

კამალა ჰარისმა მოუწოდა მხარდამჭერებს ჯო ბაიდენს მისცენ ხმა.

„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ. ამ არჩევნებზე გვაქვს შანსი შევცვალოს ისტორია“, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ბოლო გამოკითხვებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგებში უსწრებს, თუმცა მათ შორის სხვაობა მცირდება. საპრეზიდენტო არჩევნნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი პოლიტიკოსი გახდება, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.