კამალა ჰარისი - ცალსახად ვუჭერ მხარს ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაციისგან, რასაც „ჰეზბოლა“ ნამდვილად წარმოადგენს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნდა გაგრძელდეს მუშობა პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.
„მე ცალსახად მხარს ვუჭერ ისრაელის უფლებას, დარჩეს უსაფრთხოდ და დაიცვას თავისი უსაფრთხოება. მას აქვს უფლება, დაიცვას თავი ტერორისტული ორგანიზაციისგან, რომელიც ნამდვილად არის „ჰეზბოლა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ისრაელმა ბეირუთზე იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას სამხედრო მრჩეველი იყო. როგორც ისრაელში აცხადებენ, სწორედ ფუად შუქრი ხელმძღვანელობდა გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას.