კამალა ჰარისი - აშშ-ს აქვს უფლება, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში
აშშ-ს აქვს უფლება, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„მე ცალსახად ვგმობ ამ თავდასხმას. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. ირანი არ წარმოადგენს საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის, ირანი ასევე არის საფრთხე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგიონში. აშშ არასოდეს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარისმა.