კამალა ჰარისი - ამომრჩეველი ზრუნავს, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორისა და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი საშიშია
კამალა ჰარისი - ამომრჩეველი ზრუნავს, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორისა და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი, მჯერა, რომ დონალდ ტრამპი საშიშია

აშშ-ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ჰარისი, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია, მან დადებითად უპასუხა.

„ამომრჩეველი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს არ ჰყავდეს დიქტატორის და ფაშისტის თაყვანისმცემელი პრეზიდენტი. მჯერა, რომ დონალდი საშიშია. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ის ეუბნება თავის გენერლებს, არსებითად, რატომ არ შეიძლება ჰიტლერის გენერლებს დაემსგავსოთ?“ – განაცხადა ჰარისმა.

კამალა ჰარისის თქმით, ლიდერები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ, ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია.

„მე ასევე მჯერა, რომ უნდა ვენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ ამ საკითხში“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.