კამალა ჰარისი - ამ არჩევნებში გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი
კამალა ჰარისი - ამ არჩევნებში გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი

ბოლოს და ბოლოს, გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ როცა იცი, რისი გწამს, იცი, რისთვის იბრძვი. ამ არჩევნებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გადავშალოთ დონალდ ტრამპის ათწლეულის ფურცელი, რომელიც მთელ დროს ხარჯავს იმაზე, რომ დაგვყოს და ერთმანეთის გვეშინოდეს. ჩვენ მოვრჩით, ჩვენ დავიღალეთ ამით, კმარა. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით“, – განაცხადა ჰარისმა ატლანტაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ჰარისმა ყურადღება გაამახვილა აბორტის უფლებაზე.

„ამერიკაში ყოველი მესამე ქალი ცხოვრობს შტატში, სადაც აბორტი აკრძალულია, მათ შორის ჯორჯიაში და სამხრეთის ყველა შტატში, ვირჯინიის გარდა. ბევრ მათგანის მიმართ არ დაიშვება გამონაკლისი გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევის დროს, რაც ამორალურია“, – განაცხადა ჰარისმა.

მისივე თქმით, ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აბორტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავს.