კამალა ჰარისი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა „დიდი შეცდომა“ იქნება
კამალა ჰარისი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა „დიდი შეცდომა“ იქნება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა, რომლის მიზანი სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა, „დიდი შეცდომა“ იქნება.

ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჰარისის თქმით, ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციამ დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართა, მიუთითებს იმ სასოწარკვეთილებაზე, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ეს გამოიწვევს შემდგომ იზოლაციას, როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოეთ კორეისთვის.

„აშკარაა, რომ რუსეთი ღრმა სასოწარკვეთილებაშია. მათ უკვე განიცადეს სტრატეგიული მარცხი. ამ ყველაფრის დასაწყისში, წელიწად-ნახევრის წინ, ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა უკრაინელები კვლავ იბრძვიან“, – განაცხადა ჰარისმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აპირებს, მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს, რათა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და განიხილოს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.