კალინინგრადში რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლების „ზაპად-2021“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა
კალინინგრადში რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლების „ზაპად-2021“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
ძირითადი ღონსძიება პრავდინსკის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წვრთნებში მონაწილე ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
სამხედრო წვრთნები „ზაპად-2021“ 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 9 ქვეყნის სამხედრო კონტიგენტი. მათ შორისა სომხეთი ბელარუსი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა.
რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე დაგეგმილ სწავლებაში 200 000 სამხედრო მოსამსახურე, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 760 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 15 გემი მიიღებენ მონაწილეობას.
ნატო-ში რუსეთსა და ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებს შემაშფოთებელი უწოდეს. ალიანსში აცხადებენ, რომ ამ მასშტაბის წვრთნები ზრდის სხვადასხვა ინციდენტების რისკს.