კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან თურქული წარმოების პირველი სადამკვირვებლო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვეს
კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან თურქული წარმოების პირველი სადამკვირვებლო თანამგზავრი İMECE კოსმოსში გაუშვეს.
თანამგზავრის გაშვება კომპანია SpaceX-მა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო რამდენჯერმე გადადო.
თურქული წარმოების პირველი თანამგზავრის შექმნა დააფინანსეს თურქეთის სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების საბჭომ (TÜBİTAK) და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაცვით-სამრეწველო სამმართველომ.
ხუთწლიანი მისიის განმავლობაში თანამგზავრი დედამიწის ნებისმიერ წერტილში მაღალი რეზოლუციის გამოსახულებებს გადაიღებს.
თანამგზავრის გაშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა თავად შეიმუშავა, შექმნა, ააწყო, მოახდინა ინტეგრირება და გამოსცადა სატელიტის ქვესისტემები.
„თურქეთი იმკის თავისი ნაციონალური ტექნოლოგიური წინსვლის შედეგებს და მიისწრაფის მსოფლიოს ტექნოლოგიური ლიგის მწვერვალზე ასვლისკენ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.