ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსთან, სადაც პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრანტებს კარვები აქვთ გაშლილი, ასობით პოლიციელია მობილიზებული
ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსთან, სადაც პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრანტებს კარვები აქვთ გაშლილი, ასობით პოლიციელია მობილიზებული

ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსთან, სადაც პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრანტებს კარვები აქვთ გაშლილი, ასობით პოლიციელია მობილიზებული.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს კარვების დაშლისკენ მოუწოდეს. საპროტესტო ბანაკი ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პალესტინელთა მხარდამჭერმა სტუდენტებმა გასულ კვირას მოაწყვეს.

კალიფორნიის უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთი დღით ადრე პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის მხარდამჭერთა ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. კონტრაქციის ნიღბიანი მონაწილეები საპროტესტო ბანაკს დაესხნენ თავს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რაც 2-3 საათს გაგრძელდა, ვიდრე პოლიცია ვითარებას განმუხტავდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მომხდარის გამოძიების პირობა დადო.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსომმა უნივერსიტეტის კამპუსში არეულობაზე სამართალდამცველების შეზღუდული და დაგვიანებული რეაგირება გააკრიტიკა.

მანამდე ნიუ იორკის პოლიციამ კარვებისგან გაწმინდა კოლუმბიის უნივერსიტეტი და ნიუ იორკის სითი კოლეჯი, რა დროსაც პროპალესტინული აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა.