კალიფორნიის შტატში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 8 441 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კალიფორნიის შტატში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 8 441 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით კი გასულ დღე-ღამეში ვირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე რთული მდგომარეობა კალიფორნიის, ტეხასისა და არიზონას შტატებშია.
საერთო ჯამში, ვირუსის გავცრლებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონ 636 538 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 127 425 ადამიანი.