კალიფორნიის გუბერნატორი და გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეტს სასამართლოში უჩივიან
კალიფორნიის გუბერნატორი და გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეტს სასამართლოში უჩივიან

ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განლაგების გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა და გენერალურმა პროკურორმა, რობ ბონტამ სარჩელი შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ტრამპს სურს „ქაოსის შექმნა“.

სარჩელში საუბარია, რომ მთავრობას შტატის ხელისუფლებისა და რესურსების უზურპაცია სურს. ასევე აღნიშნულია, რომ ტრამი და ჰეგსეტი არღვევენ ფედერალურ კანონს, რომელიც ეროვნული გვარდიის განთავსებისთვის გუბერნატორის თანხმობას მოითხოვს.

განცხადებაში რობ ბონტა გვარდიის მობილიზებას აფასებს, როგორც „წამქეზებლურ ესკალაციას“. მისი თქმით, გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციის მე-10 შესწორებას.

„დონალდ ტრამპი თესავს შიშსა და ტერორს, არ იცავს აშშ-ის კონსტიტუციას და აჭარბებს თავის უფლებამოსილებას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი“, – აცხადებს რობ ბონტა.

როგორც ის აღნიშნავს, პროტესტი მანამდე ჩაახშეს, ვიდრე ეროვნულ გვარდიას შეიყვანდნენ და ჩარევამ ვითარება გაამწვავა.

„მინდა, განმარტო: არავითარი შეჭრა არ არის. არავითარი ამბოხი. პრეზიდენტი ცდილობს ქაოსისა და კრიზისის ხელოვნურად პროვოცირებას ადგილზე, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – აცხადებს ბონტა.