კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 58:62 დამარცხდა.
პირველ ნახევარში სლოვენიელები 14 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო ათწუთეული ქართველებმა 20:12 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ. თუმცა მეორე მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს.
ჩვენს გუნდში 20 ქულით სუკეთესო ილია სულაძე იყო, ხოლო მათე ხატიაშვილს 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა.
სლოვენიელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი სტეფან იოშკიმოვიჩმა შეასრულა.
ხვალ, 11 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ყველა გუნდი პლეი ოფში (მერვედფინალში) გადაინაცვლებს. A ჯგუფი ჯვარედინად B-ს დაუწყვილდება, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მერვედფინალში ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი ან იტალია იქნება.