პარიზში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირი ისევე საინტერესოდ მიმდინარეობს, როგორც დაიწყო. პირველ ნახევარფინალში მასპინძელმა საფრანგეთმა ბოლო წამებზე დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია – 73:69.
პირველ მეოთხედში საფრანგეთი 12 ქულით ჩამორჩა, თუმცა მალევე გამოასწორა თამაში, სხვაობაც აღმოფხვრა და ტაიმი ფრედ დაასრულა. მეორე ნახევარში თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და ვინც გაიმარჯვა, უკვე დავწერეთ.
17 ქულით საფრანგეთის ბომბარდირი იაბუსელე გახდა, 16 ქულა თორნიკე შენგელიას ბოლონიელ თანაგუნდელs, კორდინიეს ჰქონდა. გერმანიის ნაკრებში კი 18 ქულით დენის შრიოდერი გამოირჩა.
ფინალი 10 აგვისტოს გაიმართება. საფრანგეთი აშშ-სა და სერბეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.