კალათბურთი | ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს ამერიკა დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადის ფინალში აშშ და საფრანგეთი ითამაშებენ. ფრანგებმა დრამატულ მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია დაამარცხეს (73:69), ხოლო აშშ-მ სერბეთს კიდევ უფრო დაძაბულ შეხვედრაში სძლია – 95:91.
ნიკოლა იოკიჩის წინამძღოლობით სერბებმა მეტად ორგანიზებული თამაში აჩვენეს, დიდი ბრძოლის შედეგად მეოთხე პერიოდამდე წინ იყვნენ და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანდა. თუმცა ამერიკის „ოცნების გუნდმა“ გადამწყვეტ მომენტში საოცარი სიზუსტე გამოიჩინა და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
33 წუთში 36 ქულა – ასეთი იყო სტეფ კარის სტატისტიკა, რომელმაც 14-დან 9 სამქულიანი ჩააგდო. 19 ქულა ჰქონდა ჯოელ ემბიიდს, ხოლო 16 ქულა და 12 მოხსნა – ლებრონ ჯეიმსს.
სერბეთის ნაკრებში ბოგდანოვიჩმა 20 ქულა ჩაგდო, იოკიჩმა – 17.
ფინალი აშშ-სა და საფრანგეთს შორის 10 აგვისტოს გაიმართება.