კალაძე - თუ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი იქნება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ
კალაძე - თუ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი იქნება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ

თბილისის მერი კახა კალაძე კიევში, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

როგორც კალაძემ პირველი არხის ჟურნალიტს განუცხადა, თუ შესაძლებელი იქნება სააკაშვილის ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები. უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ შესაბამისი კითხვები სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. სააკაშვილს წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, გაგზავნილია მოთხოვნა მის გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ “, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კითხვაზე, შედის თუ არა მმართველი გუნდის ინტერესებში სააკაშვილის  ექსტრადირება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი არის კანონი და კანონის უზენაესობა.

“შესაბამისად, ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.