კალაძე ბიზნესმენებს - ქალაქის განვითარებისთვის თქვენი დახმარება დაგვჭირდება 
კალაძე ბიზნესმენებს - ქალაქის განვითარებისთვის თქვენი დახმარება დაგვჭირდება 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს პირობა მისცა, რომ მერია ქალაქის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებში მათ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს. კალაძემ ბიზნესმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მათი დახმარება იქნება საჭირო.

„ზოგადად, თბილისის განვითარებაში თითოეული თვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშველოვანია, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად წვლილი შეგაქვთ ქალაქის განვითარებაში, ქმნით სამუშაო ადგილებს. ეს რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ეს არის სამუშაო ადგილები. შესაბმისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შუვუწყოთ და დავეხმაროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს ქვეყანაში.​ შესამაბისად, თქვენი როლი ძალინ მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის პრობლემა აღმოიფხვრება.

„რა თქმა უნდა, მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია, ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე ვიფიქროთ. ამიტომ, თქვენი დახმარება, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება – ეს იქნება საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა.

არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, დავაკნინო თუნდაც მერია, მაგრამ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი აწყდებოდა. შესაბამისად, რეფორმები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია გავხადოთ ბიუროკრატიის გარეშე და ეს ასეც იქნება ნამდვილად. გვინდა, ის გახდეს მოქნილი სტრუქტურა, ორიენტირებული ადამიანებზე, გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს სწრაფად, რაც ძალინ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ და იმის პირობები იქნება, რომ ქალაქი განვავითაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.