კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ზვავსაშიშროებაა.