საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 180კმ-184კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად იყო აკრძალული.