კალა-უშგულის მონაკვეთზე 19 ივნისს, 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე მოძრაობა აიკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177- კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.