კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო ხერსონის ოლქის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დასახლებებიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. მათ შორის მოსახლეობა გაჰყავთ ნოვაია კახოვკადან, გოლაია პრისტანიდან და ალიოშკიდან, რომლებიც რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული.
ცოტა ხნით ადრე საოკუპაციო რეჟიმი იუწყებოდა, რომ დატბორვის საშიშროების წინაშე იმყოფება 14 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 22 ათასზე მეტი ადამიანი.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ზელენსკიმ სარისკო უბნებიდან – ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად, ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.