კახიძის მუსიკალურ ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
კახიძის მუსიკალურ ცენტრში სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის 32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისელ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან. 20 მაისიდან მოსწავლეებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური რეპეტიციები ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტის მთავარი ღონისძიება 28 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. 500 მოსწავლე სცენაზე გააცოცხლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერასა და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს. პროექტი ეძღვნება პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს. ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა თაობა, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი რგოლი ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვში.