კახი კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ირაკლი ბენდელიანი იქნება
კახი კალაძის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ ირაკლი ბენდელიანი იქნება

პირველი არხის ინფორმაციით, კახი კალაძის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იქნება.

31 წლის ბენდელიანი დღემდე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2014 წლიდან მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერს და მერის მოადგილეებს დღეს, 15:00 საათზე დაასახელებს. წინასწარი ინფორმაციით, ვიცე-მერის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის მოადგილე იყო.

ამასთან, მერის მოადგილე გახდება მაია ბითაძეც. შესაძლოა, ენერგეტიკის სამინისტროს ოპტიმიზაციის შემდეგ, მისი მოადგილის თანამდებობაზე მინისტრი ილია ელოშვილიც გადავიდეს.

რაც შეეხება მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს, მათი ვინაობა 15 ნოემბერს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი