თბილისის მერი კახა კალაძე ღამის თბილისის განვითარების კონცეფციას რამდენიმე დღეში წარადგენს. ამის შესახებ კახი კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენის შემდეგ პირველ არხს განუცხადა.
დედაქალაქის მერი ამბობს, კონცეფციის დეტალებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.
„რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, რა ცვლილებებს ვგეგმავთ ღამის თბილისის განვითარების მიმართულებით და როგორ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღამის თბილისის კონცეფციაზე მუშაობის დაწყების შესახებ თბილისის მერმა იანვარში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კვირის გარკვეულ დღეებში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს.
ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, ღამის თბილისის განვითარების გეგმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო დააანონსა, რომელიც ტურიზმის განვითარებას და ღამის აქტივობებს მოიცავდა.
კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ კონცეფცია საერთაშორისო ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობითა და თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიქმნებოდა.