მიმდინარე წელს კახეთში 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „რთველი – 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში 11 კომპანია უკვე დარეგისტრირდა, რომელიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის.
რთველი კახეთში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება.
ამასთან, სტიქიისაგან დაზარალებული ქისტაურისა და ახაშენის მოსახლეობა მესამე დღეა დაზიანებული ყურძნის მოსავალს ახმეტის ღვინის ქარხანაში აბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ქარხანამ მოსახლეობისგან უკვე მიიღო და გადაამუშავა 500 ტონა ყურძენი. ჩაბარების პროცესი გრძელდება.