კახეთიდან თბილისის კლინიკაში მაღალი ტემპერატურით, თვითიზოლაციიდან ერთი მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო გუშინ გადაყვანილ ორ მამაკაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 463 მოქალაქე. 18 პირზე შეწყდა თვითიზოლაციის წესის მოქმედება. საკარანტინო სივრცის რვა ლოკაციაზე 528 ადამიანი იმყოფება.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ოთხი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო სივრცე მოეწყობა და შესაბამისად აღიჭურვება. არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში კი, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია დაიწყება და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დღეს დაიწყება.