კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობასა და ხარისხს შეისწავლის. სპეციალური კომისიის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.
წყლის ამოსატუმბად მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის კახეთში ვითარება სტაბილურია.