კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები სადაზღვევო კომპანია „ალფისგან“ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები სადაზღვევო კომპანია „ალფისგან“ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ

პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული არჩევანი“ თელავში სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ოფისთან ბრიფინგი გამართა.

პარტიის დამფუძნებელმა, ბეჟან გუნავამ აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი არ აუნაზღაურა.

სადაზღვევო კომპანიის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს დაზარალებულებმაც.

მათი განცხადებით, 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად ვენახი და ატმის მოსავალი გაუნადგურდათ, ისინი სადაზღვეო კომპანიისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, საბანკო შეღავათებსა და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

პარტია „ქართული არჩევანი“ დაზარალებულებს ინსტიტუციურ და სასამართლო დონეზე დახმარებისთვის ბრძოლას დაჰპირდა.

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ხელმძღვანელობას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.