კახეთში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
კახეთში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ მედიასთან დაჭრილის მამამ განაცხადა.
პაციენტი ამ დროისათვის თბილისში, „წმინდა მიქაელის“ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
„ვინახულე, ის უგონოდ არის. ექიმები რასაც შეძლებენ ყველაფერს გააკეთებენ, იმედს არ იძლევიან. ღმერთი იქნება ჩვენკენ. იმედს როგორ მოგვცემენ ისეთი დაზიანებები გვაქვს. ამაღამ გაირკვევა რა სჭირდება. ჯერ ისტორიას შეისწავლიან და ნახავენ რა გაკეთდა კახეთში. ამის მერე შემატყობინებენ ახალ ინფორმაციას“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილი მესამე დღეა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში კომურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტი თბილისში დღეს გადმოიყვანეს.