კახეთში სეტყვით დაზარალებული სოფლების ყურძენს წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ
ანაგისა და ვაქირის მოსახლეობა სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნებს ჩააბარებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რთველის საკოორდინაციო შტაბში განუცხადეს.
„მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას, რომ დაზიანებული ყურძენი დაკრიფოს და ჩააბაროს. იმ ყურძენს, რასაც არ ჩაიბარებს კერძო სექტორი, ჩაიბარებს სახელმწიფო“, – აცხადებენ შტაბში.
გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ წინასწარი მონაცემებით 30-40 პროცენტით დააზიანა 50 ჰეტრამდე მსხმოიარე ვენახი. მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული ტექნიკა გაწმედით სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს.
ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.