კახეთში, სამ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 133 მოქალაქე იმყოფება
თელავში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან გვიან ღამით, მაღალი ტემპერატურით ერთი ადამიანი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, პიროვნებას, რომელიც პროტოკოლის წესის დაცვით თბილისში გადაიყვანეს, მხოლოდ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ვირუსის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტში, სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე რჩება გადანაწილებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კახეთის რეგიონის მაშტაბით თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 249 პირი იმყოფება.