კახეთში პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს
კახეთში პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დაკავებული ქალი პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
როგორც პირველ არხს კლინიკაში ექიმებმა განუცხადეს, ის კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ინფარქტი განუვითარდა, რაც მისი სტაციონარში მოთავსების საფუძველი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.