კახეთში კორონავირუსზე ჩატარებული 49 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
კახეთიდან გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 49 ნიმუში, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს სეროპრევალენტობის კვლევა, რის ფარგლებშიც სულ 150 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება.
„თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის ათი სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური და ქალაქ თელავის ხუთი კლასტერი. სულ აღებული იქნება 150 ნიმუში. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დღეისთვის აღებულია 60 ნიმუში“, – განაცხადა ნელი ხიზანშვილმა.
ამ დროისთვის კახეთში რვა საკარანტინო სივრცეში 319 მოქალაქე იმყოფება.