კახეთში კორონავირუსზე 422 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან
კახეთში კორონავირუსზე 422 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლაბორატორიაში 422 ნიმუშია გაგზავნილი, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამი თვის ჩვილს, რომელსაც კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, დედასთან ერთად გადაყვანილია კოვიდკლინიკაში.

ამ დროისთვის, კახეთში სულ კორონავირუსის ექვსი კლასტერია.