კახეთში კორონავირუსზე 14 მოქალაქის ანალიზების პასუხებს ხვალ ელოდებიან
კახეთში კორონავირუსზე 14 მოქალაქის ანალიზების პასუხებს ხვალ ელოდებიან

კახეთში კორონავირუსზე 14 ადამიანისგან აღებული ნიმუშების პასუხს ხვალ ელოდებიან. კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატირიაში უკვე გადაგზავნილია.

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მაღალი ტემპერატურით ცხრა ადამიანია მოთავსებული. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით ჯიქიას განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ინფორმაციით, საგარეჯოს ე.წ. ცხელების ცენტრში, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარში 42 პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.

„საავადმყოფო მზად არის სრული დატვირთვისთვის. ამ ეტაპზე კლინიკაში ცხრა პაციენტი გვყავს. ყველა მათგანის ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩატარებულ ტესტებზე ხვალ ველოდებით პასუხებს. პაციენტებს საავადმყოფოში შემოსვლის დროს აღენიშნებიდათ ცხელება. ამჟამად ყველა შედარებით უკეთაა. მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს დაბალი ტემპერატურა“, – აღნიშნა ჯიქიამ.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად კახეთში ოთხი კლინიკა, ე.წ. ცხელების ცენტრი სრულ მზადყოფნაშია.