ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 82 ანალიზიდან 70 კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბორატირიაში დღესაც იგეგმება.
„საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ აღებული და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 82 ნიმუშიდან 70 პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, დანარჩენი 12 პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.
სულ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 1 483 სინჯია გაგზავნილი, აქედან 587 მედპერსონალის, ხოლო 383 კარანტინის სივრცეებიდან.