კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და კონტაქტში მყოფ 62 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ყვარლის საავადმყოფოს დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებსა და 147 საკონტაქტო პირიდან 62 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხები უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევა დანარჩენ პირებზეც გაგრძელდება.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული მამაკაცის ნიმუშის ტესტირების პასუხიც უარყოფითია.
აღსანიშნავია, რომ სამ ადამიანთან დაკავშირებით, რომლებსაც გუშინ ყვარელში სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუფიქსირდათ, „პისიარ“ მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ამასთან, კახეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება და ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.