კახეთში გამოკვლეული კიდევ 30 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ ლუგარის ცენტრში 27 მოქალაქის და შვიდი მედიცინის მუშაკის ნიმუში გააგზავნეს.
ჯამში, 30 პირის ნიმუშზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯების გაგზავნა ლუგარის ლაბირატირიაში დღესაც იგეგმება.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 11 ლოკაციაზე 594 მოქალაქე იმყოფება.