კახეთში გამოკვლეული 76 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
კახეთიდან ორი დღის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში ჯამში 76 ნიმუში გაიგზავნა, ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში გრძელდება ნიმუშების აღება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების, კერძოდ, სამედიცინო პერსონალის, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების, ასევე მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალისა და საბაჟოს თანამშრომლების ტესტირება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4 221 ნიმუში.